ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა. ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ ქალაქში თოვლის საფარის სიმაღლემ 57 სანტიმეტრს მიაღწია.
უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით 4 ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ნიუ-იორკში უკვე მეორე დღეა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.