ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქებისას დაშავებული 2 პირი ისევ რეანიმაციაში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა.
5 დაზარალებულიდან სამი დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, პაციენტებს დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" აფეთქების შედეგად 5 პირი დაშავდა.