18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ დიალოგი არ იყო მარტივი, თუმცა შეხვედრის ბოლოს გამოიკვეთა საკითხები, რომელიც შესაძლო შეთანხმების საგანი შეიძლება გახდეს.

​ჰარცელის თქმით, დიალოგის გაგრძელებისთვის ორივე მხარე მზადაა.

"ძალიან ვაფასებ ფაქტს, რომ გვაქვს დიალოგი, რომელიც მეორე რაუნდის ჩატარებით პროცესის სახეს იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, შევძელით უფრო კარგად გაგვეგო, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკურსია. ნათელია, რომ დიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს რეალური შანსი იმ უფსკრულის გარღვევისა, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით. დღეს, ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები