18 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ჟენავაში ისაუბრებენ ქართველი ექიმის გათავისუფლებაა.

მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე საქართველო, რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით  ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ეხება.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძე იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებად მყისიერ ნაბიჯებს გადადგამს.

"ვაჟა გაფრინდაშვილის თემა მინდა გითხრათ, როგორც ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებზე, ასევე კულისებში, ყველა დონეზე განიხილება და ეს არის ერთ-ერთი უპირველესი თემა ბუნებრივია და ამ პლატფორმასაც გამოვიყენებთ. განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც  მის რაც შეიძლება დროულ გათავისუფლებას გულისხმობს," - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

დღის ამბები