ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე ხელმძღვანელობს.
"იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ" - ეს გახლავთ კონფერენციის მთავარი გზავნილი, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება.
მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აღნიშნავს, რომ მთავრობას და წითელ ჯვარს შესაძლებლობა ეძლევა ერთობლივი ვალდებულებები აიღონ.
"მთავრობისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა აიღონ ერთობლივი ვალდებულებები, როგორიც არის კატასტროფებისთვის მზადყოფნა, ეკოლოგიური პრობლემები და ა.შ." - განაცხადა ნათია ლოლაძემ.