ნიკა მელისთავის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, განაჩენი უკვე კანონიერ ძალაშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ვალდებულია დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩეროს.
მაჭარაშვილის განცხადებითვე, თუ ზედა ინსტანციებში ნიკა მელიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, ამ შემთხვევაში პარლამენტი მას კომპენსაციას გადაუხდის.
"პირი უნდა იყოს ცნობილი დამნაშავედ, ანუ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს და მეორე - კანონიერ ძალაში უნდა იყოს შესული გამამტყუნებელი განაჩენი. თუ ეს ორი კრიტერიუმი არსებობს, ამ ფორმალური პროცედურების გავლის შემდგომ კომიტეტი შესაბამის სამართლებრივ დასკვნას ბიუროს გაუგზავნის.
ის, რომ სავარაუდოდ თეორიულად შესაძლებელია ზედა ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით და ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია უფლებამონაცვლეობა აღუდგეს ამ პიროვნებას," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
რაც შეეხება პროცედურას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, შემდეგ საკითხი ბიუროს გადაეგზავნება და არ არის გამორიცხული, კენჭისყრაზე ხვალვე გავიდეს.