18 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

სტაბილურად მძიმე რჩება დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.  ექიმების ინფორმაციით, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

"დღის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა - პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ," - აღნიშნა ექიმმა ბესარიონ გოგიტიძემ.

უგონო მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში 4 დღის წინ მიიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. გამსახურდია ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

დღის ამბები