18 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ - აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე დიალოგს მხარს უჭერს.

ამის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის - მორგან ორტაგუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ვაშინგტონში დადებითად აფასებენ სასამართლო რეფორმასაც და საქართველოს მთავრობას მიუკერძოებელი სასამართლო და საპროკურურო სისტემის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები