18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
25 დეკემბრიდან რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები დაიწყება

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სამზადისთან დაკავშირებული სამუშაოები, გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, 25 დეკემბერიდან ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მივიდეს რესპუბლიკის მოედანზე და მონაწილეობა მიიღოს საახალწლო ღონისძიებებში.

"მიმდინარეობს საახალწლო სოფლის მონტაჟი და სხვადასხვა სამუშაო, 25 დეკემბრიდან ყოველდღიურად, დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ, მოიყვანოთ თქვენი პატარები და გაერთოთ. იქნება სხვადასხვა წარმოდგენა, კონცერტი და შოუ," - აღნიშნა თბილისი მერმა კახა კალაძემ. 

დღის ამბები