საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს მიმართავს.
ოჯახი დიპლომატებს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.
"გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს!" - აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.