18 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"ჩვენს სახელმწიფოს აქვს ის ბერკეტები და დამატებითი შესაძლებლობები რაც საჭიროა" - თამილა ლაფანაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი სახელმწიფოს ნდობას უცხადებს. მისი თქმით, ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად სახელმწიფოს მხრიდან ყველა ბერკეტი და დამატებითი შესაძლებლობა იქნება  გამოყენებული.

"ჩვენს სახელმწიფოს აქვს ის ბერკეტები და დამატებითი შესაძლებლობები, რაც საჭიროა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ვაჟა ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ერთადერთი კითხვა, რაც მას დაუსვეს სასამართლოზე, ეს იყო ეთანხმებოდა თუ არა მის ადრე გაჟღერებულ ჩვენებას რაზეც ვაჟა დაეთანხმა,"  - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

დღის ამბები