18 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს, საღამოს 8 საათზე საზეიმოდ აინთება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მთავარი ნაძვის ხე დღეს, საღამოს 8 საათზე საზეიმოდ აინთება. მანამდე კი ბავშვებს ზღაპრულ ქალაქში თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები უმასპინძლებენ. სწორედ 25 დეკემბრიდან იწყება საახალწლო პროგრამა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. ღია ცის ქვეშ მოეწყობა მიუზიკლები.

ძირითადი ღონისძიებები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზეა დაგეგმილი. გალა კონცერტი კი მთავარ ნაძვის ხესთან, ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. საზეიმო აქტივობები ქალაქში 13 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები