18 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
თევზის უსიამოვნო სუნი - ფოთში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვისთვის დღესაც ემზადებიან

ფოთში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვისთვის დღესაც ემზადებიან, იგეგმება აქცია მერიასთან - ფოთელების პროტესტის მიზეზი მათთვის მიცემული პირობის შეუსრულებლობა და თევზის ქარხნების ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებაა. საინიციატივო ჯგუფის წევრების ინფორმაციით, მათ მიიღეს პირობა, რომ მოლაპარაკებებში დღეიდან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ადგილობრივები წლების განმავლობაში თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ.

დღის ამბები