ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტესშობას ზეიმობს, მათ შორის არიან კათოლიკებიც.
დღესასწაულს აღნიშნავენ თბილისში მოქმედი კათოლიკური ეკლესიებიც. ტაძარში დღესასწაულის საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მესა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. წირვას პოლიტიკური წრის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.