18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია - ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებას, რომ გრიპის ვაქცინა სავალდებულო არ არის, "ევროპული საქართველო" საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია, რაც ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით პრობლემებს შექმნის.

"ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციისა და ვაქცინების გამოყენების მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი, რაც დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისათვის და სერიოზულ პრობლემებს ქმნის იმისათვის, რომ ზოგადად იმუნიზაციამ საზოგადოების ყველა წევრი მოიცვას," - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

გარდა ამისა, "ევროპული საქართველო" ეთანხმება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ ცენტრმა იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია ჩაატაროს.

დღის ამბები