18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"ერთი და იმავე ადამიანებს სხვადასხვა პროტესტზე დაატარებენ, რომ პანიკები შექმნან.." - "შეცვალეს" წევრებს მოქალაქე დაუპირისპირდა

პარლამენტის წინ დღეს სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს, დღეს რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა. მოქალაქემ თავისი უკმაყოფილება გამოხატა დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და შეკრებილებს მოუწოდა, დღეს აქცია გადადონ.

რაც შეეხება "შეცვალეს" წევრებს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მდუმარე აქციას გამართავენ.

"ერთი და იმავე ადამიანებს, სხვადასხვა პროტესტზე დაატარებენ ხოლმე, რათა პანიკები შექმნან. თუმცა ყველაფერი კარგადაა. მე ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები, როგორც ჩანს ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, აიძულებენ მოვიდნენ და შეკრებილებს გველაპარაკონ, ვითომ არაფერი არ ხდება," - განაცხადა "შეცვალეს" წევრმა. 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "შეცვალე", სამოქალაქო აქტივისტები და მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე იმყოფებიან. ისინი დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ კარავს გაშლიან და ახალ წელს პარლამენტთან შეხვდებიან.

მათი მთავარი მოთხოვნაა, მერიამ საბავშვო ატრაქციონები აიღოს. დილის შემდეგ, საქალაქო სასამსახურებმა ქალაქის მთავარ გამზირზე ახალი ატრაქციონები მიიტანეს და საბავშვო საახალწლო სოფელი მოაწყვეს.

დღის ამბები