18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 82 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით მეზობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

 

82 წლის იზოლდა ხელაძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში დღეს გარდაცვლილი იპოვეს, სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი საარსებო მინიმუმი მხოლოდ პენსია იყო.

ცხედარი საკუთარ საძინებელში, სავარაუდოდ გაგუდული, მეზობელმა ნახა.

მეზობლები ამბობენ, რომ ხელაძის ბინიდან ხმაური არ გაუგიათ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მარტოხელა მოხუცის მკვლელობის მიზეზი ყაჩაღობა გამხდარიყო. მეზობლები ერთ საეჭვო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ იზოლდა ხელაძის ეზოში რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა მისი დისშვილის კუთვნილი "მერსედესის" ტიპის ავტომობილი, მომხდარის შემდეგ კი ეზოში მანქანა არ იდგა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ავტომობილი უკვე იპოვეს, თუმცა სად და რა ვითარებაში, უწყებაში ჯერ დეტალებს არ აკონკრეტებენ.

სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილას, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ამ ეტაპზე გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს.

მოხუცის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

გამოძიება მომხდარზე, განძრახ მკველელობის და ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები