18 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სტამბოლში დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ჩაუტარდება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება.

ის, თურქეთის ამერიკულ კლინიკაში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება. მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმ-სპეციალისტთა დაკვირვება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება.

"ცოტნე გამსახურდია, თურქეთში ამერიკულ კლინიკაშია. ის გამოკვლევებსა და მკურნალობას იტარებს. მდგომარეობა არის სტაბილური და არანაირი ოპერაციის გაკეთებას არ საჭიროებს. 

ორიენტაცია აღებული გვაქვს ერთ თვეზე, დაწვრილებით და დეტალურად კი ამ დღეებში გამოჩნდება," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა

დღის ამბები