პარლამენტთან, სადაც მაჩალიკაშვილისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები მივიდნენ, ინციდენტი მოხდა.
აქტიისტებს ჰქოდანთ მცდელობა, რომ მაკო გომურის ფოტო, რომელიც 20 ივნისს არის გადაღებული დაედოთ საქანელაზე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ არის განთავსებული, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის შენობის წინ კარვები ივეს განთავსდება და პროტესტის გამოხატვა კვლავ გაგრძელდება.
"სანამ ეს ადამიანები სიმართლეს არ იპოვიან, აქ, კვლავ გაიხსნება საპროტესტო ადგილი, კვლავაც დაიდგმება კარვები და ისევ შეიკრიბებიან ადამიანები," - განაცხადა აქციაზე მისულმა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.
პარლამენტთან იმყოფება, საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც.
"პარლამენტის შიგნით იმყოფებიან მონა დეპუტატები, გარეთ კი, მონა, აღმსრულებელი, მოძალადე ძალოვნები, ისინი ტროტუარზე გადაადგილებაში გვიშლიან ხელს. არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს, პარავენ ნივთებს და ამით ცდილობენ ჩაახშონ პროტესტი, თუმცა უარესს მიიღებენ ამ ქმედებაზე," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე