საოკუპაციო რეჟიმის მიერ პერევი-ქარზმანის ე.წ გამშვები პუნქტის რამდენიმედღიანი ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები ახალ წელს ოჯახის წევრებისგან განცალკევებით შეხვდნენ. მათ მხოლოდ დღეს მოახერხეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა:
"ჩემი შვილები აქეთკენ არიან, მე იქით მოვხვდი, ამათ "პროპუსკი" არ ჰქონდათ, რომ შემოსულიყვნენ, მე კი მქონდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი და დავრჩი იქით. დღეს გაიხსნა და გადმოვედი," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
შეგახსენებთ საოკუპაციო რეჟიმმა, საახალწლო დღესასწაულების გამო, ერთადერთი ე.წ გამშვები პუნქტი 30 დეკემბერს დაკეტა და ის მხოლოდ დღეს დილით გაიხსნა.