დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გურამ ქაშიბაძე პიროტექნიკით დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციას გვაწვდის და ამავდროულად, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, ე.წ. "გასართობი", ასაფეთქებელი საშუალებებისგან.
"31-დან 2 იანვრის ჩათვლით, დამწვრობის ცენტრს, 30-მა პაციენტმა მომართა. მათგან უმრავლესობა დაახლოებით, 65% კი ბავშვები იყვნენ.
საბედნიეროდ არ გვქონია მძიმე შემთხვევები. ჩვენი გამოცდილებით, მსგავსი ფაქტები არ მთავრდება 2 და 3 იანვარს, ეს მთელი იანვარი გრძელდება, სანამ ბოლო ასაფეთქებელი არ გაიყიდება.
კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი საშუალება, ის საკმაოდ სერიოზულ მუხტს შეიცავს და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ ტრავმასაც გვაყენებს," - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გურამ ქაშიბაძემ.