18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ანაკლიის პორტის მომავალი - კონსორციუმი განმარტებებს მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შესახებ მთავრობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს. კონსორციუმს ინვესტორებთან და საერთაშორისო ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულებები 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა, რაც ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ინფორმაციით არ მოხდა, შესაბამისად მთავრობამ პროექტის შემდგომი გაგრძელების გზებზე უნდა იმსჯელოს.

კონსორციუმში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ TBC ბანკის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ბიზნესმენები ხელისუფლებას ზეწოლაში პირდაპირ ადანაშაულებენ და პროცესებს სწორედ ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებენ. ანაკლიის კონსორციუმი განმარტებებს საკითხზე მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთებს.

დღის ამბები