18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
პირველადი მოთხოვნილების პროდუქტი გაძვირებულია და სხვა დანარჩენი ოცნებაა პენსიონერისთვის - მოქალაქეები ინფლაციაზე

პროდუქტების გაძვირებაზე საქსტატის გარდა საუბრობენ რიგითი მოქალაქეებიც. მათი თქმით, სურსათზე და წამლებზე ფასები ძალიან არის გაზრდილი და უმრავლესობა მათგანი შეძენას ვერ ახერხებს.

"პროდუქტებზე არის ფასები ძალიან მაღალი, პენსია არ მომატებულა, ხელფასი არ მომატებულა, იმ კურსით და ამ ფასებით დიდი სხვაობაა,"- აცხადებს მოქალაქე კურიერთან

მოქალაქეების თქმით, პენსიონერებს პირველადი საგნების შეძენაც კი უჭირთ:

"პირველადი მოთხოვნილების საგნები გაძვირებულია და სხვა რაღაცაზე ოცნებაა პენსიონერისთვის. წამლები სასწაულად გაძვირდა," - აცხადებს პენსიონერი მამაკაცი.

დღის ამბები