18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"მოსახლეობას ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასები გაუძვირდა - ექსპერტები ინფლაციაზე

ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს ეკონომიკის სფეროს ექსპერტები აფასებენ. ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას თქმით, მოსახლეობას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასები გაუძვირდა. იმისთვის, რომ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდეს ექსპერტი მხოლოდ ინფლაციის შემცირებას არასაკმარისად მიიჩნევს, ვახტანგ ჭარაიას თქმით, აუცილებელია სამუშაო ადგილების და შემოსავლების გაზრდა:

"მოსახლეობას ფასები გაუძვირდა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე, ესაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ამ ჯგუფში კი ხილზე გაძვირდა ყველაზე მეტად ფასები დაახლოებით 30% მეტი. მოსახლეობას არ ეყოფა თუ მარტო ინფლაცია შემცირდება, მათ სჭირდებათ სამუშაო ადგილები, უფრო მაღალი შემოსავლები, მეტი სტაბილურობა და მეტი სიმშვიდე ქვეყანაში," - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ეკონომიკის ექსპერტი თათული დუშუაშვილი ინფლაციის დონის შემცირებას გაზაფხულისთვის ელოდება

"ველოდებით, რომ გაზაფხულიდან ინფლაციის დონე შედარებით დაბალი იქნება და დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3% ეროვნული ბანკის მიხედვით," - განაცხადა  თათული დუშუაშვილმა.

2019 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით გაიზარდა

დღის ამბები