18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევები გახშირდა - გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ

ზამთრის დადგომასთან ერთად, გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

მორიგ დაუდევრობას გუშინ, ქუთაისში 21 წლის გოგო ემსხვერპლა. ის ბინაში გაგუდული იპოვეს.

გაზგამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და გაზის მოწყობილობების შემოწმებისკენ მოუწოდებენ.

მათივე განცხადებით, პრევენციისთვის გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ ხდება, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა ბინები დაკეტილია და სპეციალისტები შესვლას შემოწმების მიზნით ვერ ახერხებენ.

დღის ამბები