საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შტატებსა და ირანს შორის, არსებულ დაძაბულ ვითარებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
"ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა, ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა და პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოზე. შტატებს ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას," - დაწერა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე.
მომხდარის გამო ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.