18 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
პატრიარქის დაბადების დღე - ბიძინა ივანიშვილი მისალოცად საპატრიარქოში იმყოფებოდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორე 87 წლის გახდა. პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.

"უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.


მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ," - ნათქვამია გიორგი გახარიას მილოცვაში.

პატრიარქს იუბილე მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც:

"თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!" - აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

დღის ამბები