18 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"შესაძლო წერტილოვანი დარტყმები, კიბერ თავდასხმები და ნავთობის ფასების მატება ირანის მხრიდან" - მივა თუ არა, ახლო აღმოსავლეთი ახალ ომამდე​

გენერალ სულეიმანის მკვლელობა იგივეა, რაც ომის გამოცხადება ირანში - ასეთია ოფიციალური თეირანის პოზიცია. შეერთებული შტატები ერაყში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის. ბაღდათის აეროპორტში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, მსოფლიო, მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარება და მივა თუ არა, ახლო აღმოსავლეთი ახალ ომამდე - საკითხებზე, ექსპერტები შფასებებს აკეთებენ.

"უშუალოდ სამხედრო და კონფლიქტური გავლენა არ მგონია იყოს. საქართველო არის ამერიკის მოკავშირე და ამავდროულად, ირანის მეზობელი, ამის გათვალისწინებით არცერთი მხარე ჩვენს ამ კონფლიქტში ჩართვას არ მოითხოვს და არც ჩვენ ვაპირებთ ამას რასაკვირველია. 

თუმცა, ალბათ ჩვენს მთავრობას ორივე მხარის მიმართ თავისი პოზიცია აქვს და თუ მოთხოვნა იქნება გარკვეულ, გამოზომილ და დიპლომატიურ განცხადებებსაც გააკეთებენ თუმცა, აჯობებს ზოგიერთმა თავი შეიკავოს ამისგან.

სავარაუდოა, რომ ორივე მხრიდან იქნება წერტილოვანი დარტყმები, შურისძიების აქცია ირანელების მხრიდან, მაგრამ ამერიკელებიც თვლიან, რომ უნდა დასაჯონ ისინი იმისათვის, რასაც აკეთებენ ერაყში ან თუნდაც ამერიკელი სამხედროების მიმართ. ვიტყოდი, რომ ორივე მხარეს სერიოზული მოტივაცია გააჩნია," - განაცხადა პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, ვასილ კაჭარავამ.

ირანის მხრიდან მოსალოდნელ სხვადასხვა საფრთხეზე საუბრობს, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, თეონა აქუბარდია. 

"ამ ეტაპზე პირდაპირი გავლენა შეიძლება იყოს ნავთობის ფასების მატება. თუმცა ვთვლი, რომ რაიმე ტიპის სამხედრო ესკალაცია არ არის მოსალოდნელი, მხარეები ცდილობენ ეს ყველაფერი ისევ დიპლომატიურად მოაგვარონ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ასიმეტრიული საფრთხეები, რაც უკავშირდება ირანის მიერ, სხვადასხვა ძალის გამოყენებას, იქნება ეს კიბერ-სივრცე თუ ტერორისტული თავდასხმები" - აღნიშნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თეონა აქუბარდიამ. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები