18 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

რატომ გაჭიანურდა დეკანოზის გათავისუფლება?! - ადვოკატთან ერთად, ამ საკითხის გარშემო, კითხვები აქვს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრესაც. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.

სინოდიდან განყენებული სასულიერო პირი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და აცხადებს, რომ საკუთარი განჩინების აღსრულებაზე სინოდმაც კი უარი თქვა, რომელმაც 2018 წლის სხდომაზე გადაწყვიტა, რომ სამი ინსტანციის გავლის შემდეგ შიდა კომისია უნდა შეექმნა.

"მთელი ერის ერთსულოვანი დაკვეთაა, ბოლომდე ფარდა ჩამოეხსნას იმ ბურუსით მოცულ ე.წ. ციანიდის საქმეს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გონიერი ხელისუფლებისთვის, როდესაც მთელი აქცენტი გადასულია არჩევნებზე, ეს საქმე იყოს გამოძიებული. მამაოს დაუპირისპირდა სისტემა. მამაო თვითონ ამბობს და ამაზე უკვე უნდა იყოს გამოძიება ხელახლა დაწყებული, მთავარი პროკუროტის მოადგილე, ვინმე ვასაძე მას აიძულებდა, რომ ყალბი ჩვენებები მიეცა და ეკითხებოდნენ საპატრიარქოში არსებული სოდომური ცოდვის შესახებ და არა არარსებული ციანიდის შესახებ.

ეს განჩინება აუცილებლად უნდა აღსრულდეს და ეს არის სრული უპასუხისმგებლობა სინოდის თავმჯდომარისა და წევრებისა, რომ დღემდე არ ითხოვენ სინოდის გადაწყვეტილების აღსრულებას. არც კომისია არ შექმნილა, ესეც რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვებს," - განაცხადა მეუფე პეტრემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები