დედაენის ბაღში აქციაა. სამოქალაქო აქტივისტები გარემოვაჭრეებს მხარდაჭერას უცხადებენ, იმ პირებს, რომლებმაც მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.
ახალი წლის დღეებში, საქალაქო სამსახურებმა გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედნის ტერიტორია დაატოვებინეს და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს, რაზეც მათმა ნაწილმა უარი თქვა.
"პარლამენტის ტერიტორიაზეც ვაჭრობა არის უკანონო, იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს არანაირი დადგენილება არ აქვს გამოცემული, რომ იქ ვაჭრობა შეიძლება. შესაბამისად, კალაძე ამ ადამიანებს მოუწოდებს, უკანონოდ ივაჭრონ იქ. ამით კალაძე გვეუბნება, რომ ის კანონს არ აღიარებს და კანონი არის თავად,"-უთხრა "კურიერს" სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
"ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ვერანაირი პირობა ვერ შეუქმნა ვერცერთმა ხელისუფლებამ რომ ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ, ჩაგრავენ და არ პატიობენ, რომ შემოთავაზებულ ფულზე და დახლზე თქვეს უარი და ღირსებას არ გადააბიჯეს.
რეალურად ეს ადამიანები არიან სამოქალაქო გმირები, გვაძლევენ მაგალითს და ჩვენ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ჯგუფს აღრ შეექმნას მსგავსი პრობლება. საკანონმდებლო დონეზე უნდა ვიზრუნოთ რომ ყოველ ჯერზე აღარ გვიწევდეს აქციების გამართვა,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.