18 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"დიდი სცენა" ლაივკონცერტისთვის ემზადება - მეგა შოუ 22:00 საათზე დაიწყება

დღეს, ზუსტად 22:00 საათზე "რუსთავი 2"-ის მაყურებელს "დიდი სცენა" ელოდება. მეგაშოუს პირდაპირი ეთერით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში ინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ სამი შესარჩევი ტურის შემდეგ 10 კონკურსანტი ქართულ და უცხოურ ჰიტებს შეასრულებს. კონკურსის მონაწილეები მთელი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ ლაივკონცერტისთვის. სულ 8 ლაივკონცერტი ჩატარდება და საბოლოოდ მეგაშოუს გამარჯვებულს არა ჟიური, არამედ მაყურებელი გამოავლენს. დღევანდელ ლაივკონცერტს  ჟიურის ახალი წევრი დაემატება, რომლის ვინაობაც მაყურებლისთვის ამ დრომდე უცნობია, ასევე  ლაივ კონცერტს დაემატება ახალი თანაწამყვანი.

"დღეს ათეულის წევრები მაყურებლის წინაშე წარდგებიან ქართული და უცხოური სიმღერებით. ეს არის ტური, როდესაც საშუალება მივეცით ჩვენს კონკურსანტებს, თვითონ შეერჩიათ ემღერათ სიმღერები, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ. ლაივკონცერტის ბოლოს გამოვლინდება ორი აუტსაიდერი. არცერთი არ დატოვებს კონკურსს. მათ მიეცემათ დავალება, უნდა მოამზადონ დუეტი და მეორე ლაივკონცერტს გახსნის მათი დუეტი. გადაცემის დასაწყისშივე გავიგებთ, თუ ვინ დატოვებს შოუს," - აღნიშნა "რუსთავი 2"-ის მთავრმა რეჟისორმა ნიკა ლომიძემ.  

 

 

დღის ამბები