გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები დღეს გახდება ცნობილი.
ექიმების ინფორმაციით, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებულია. მედიკოსები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას და მოსახლეობას გრიპის სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
"ბოლო პერიოდში, კვირიდან-კვირამდე, მომართვიანობის თვალსაზრისით ტენდენცია გაზრდილია, ძირითად შემთხვევაში, მიზეზი ვირუსული ინფექცია გახლავთ. სიმპტომები, რაც პაციენტებს აწუხებთ არის მაღალი ცხელება, კატარალური მოვლენები. ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სტაციონალურ მკურანლობას ექვემდებარებიან.
გართულება ძირითადად არის პნევმონიის სახით. პრევენცია - ყველას ვურჩევდი პირველ რიგში გაიკეთონ ვაქცინაცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა," - აღნიშნა იაშვილის კლკინიკის პედიატრმა თამარ არახამიამ.