18 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
მზადება ალილოსთვის - შეგროვებული ტკბილეული ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდება

ათასობით მართლმადიდებელი ალილოსთვის ემზადება. საუკუნეების ტრადიცია საქართველოში უკვე 20 წელია აღდგა. ალილოს მსვლელობა 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ქვეყნის მთავარ ქუჩებზე გაიმართება.

თბილისში შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების საკათედრო ტაძარში მოიყრის თავს, საიდანაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ალილოს ტრადიცია ქრისტიანულ სამყაროში პირველი საუკუნეებიდან არსებობს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ის მივიწყებული იყო.

"ეს დიდებული ტრადიცია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2000 წელს აღდგა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება მერიის თანადგომით. მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ყველა სიხარულით ელოდება ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. შემოწირულობა დახარისხდება და დაურიგდება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს," - განაცხადა ალილოს ორგანიზატორმა ჯანა გოგილავამ.
 

დღის ამბები