სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს დღეს ზეიმობს.
დილიდან სადღესასწაულო წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება. საშობაო წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში 10:30 საათზე დაიწყება.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა-ნათლისღების მსახურება სომხურ ეკლესიებში გუშინ დღის ბოლოსაც შედგა.