ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი ამერიკის რომელიმე მოქალაქეზე ან ობიექტზე იერიშს მიიტანს, შტატების პასუხი სწრაფი და შესაძლოა არაპროპორციული იყოს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.
ირანსა და შტატებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. სიტუაციის განსამუხტად ნატოს გენერალურმა მდივანმა საგანგებო სხდომა დღეს დანიშნა.