რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.
როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა. მცირეწლოვანის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი სწორედ ექსპერტიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, 2 კვირაში გახდება ცნობილი.