18 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
იღუმენია თამარ გამყრელიძეს პატრიარქმა ზიარების მიღება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა

იღუმენია თამარ გამყრელიძეს პატრიარქმა ზიარების მიღება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა. შესაბამისი ბრძანების ფოტოს, რომელიც გასული წლის დეკემბრით თარიღდება, დედა თამარი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად კი იერარქიის მიმართ ბრალდებები, შეურაცხყოფა და კანონიკური ნორმების დარღვევა სახელდება.

"ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის "მარგალიტ" დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა.

მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმილიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი "მთავარი" ფიგურა ე.წ. ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?!  ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!” - წერს დედა თამარი.  

თამარ გამყრელიძემ, რომელიც მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად დატოვა. 

დღის ამბები