18 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"ის, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში რჩება, თავად პატრიარქის გადაწყვეტილებაა" - დეკანოზ მამალაძის ძმა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის შეფასებით, ის, რომ პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცემულ შეწყალების აქტში დეკანოზი არ მოხვდა, პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

თორნიკე მამალაძის შეფასებით, საპატრიარქომ შეწყალების შუამდგომლობით სპექტაკლი დადგა და რეალურად ილია მეორეს დეკანოზის ეშინია.

"სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. ეს არის წინა დღეებში პატრიარქთან შეხვედრის შედეგი. მე მაქვს ინფორმაცია და ვიცოდი, თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა და ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა დეკანოზი შეეწყალებინათ. სინოდის შუმადგომლობა იყო ფარსი. კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა. თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე. დადგეს სპექტაკლი და ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგანაც არიან კარგი მსახიობები.

ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა ისევ საპყრობილეში რჩება, ეს არის თავად პატრიარქის გადაწყვეტილება. კათოლიკოს-პატრიარქი არის შეშინებული პიროვნება, რომელსაც ეშინია ჩემი ძმის. კათოლიკოს-პატრიარქს აქვს დანაშაული პირადად ჩემი ძმის მისამართით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას," - განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ.

დღის ამბები