დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, პირველ განცხადებებს აკეთებენ სინოდის წევრები.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირების თქმით, სინოდმა რეკომენდაცია გასცა, დანარჩენი კი უკვე პრეზიდენტის საქმე იყო.
განსხვავებულია ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პოზიცია. მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ საპატრიარქომ მოახდინა.
"პირველი მკვლელობის განაჩენი ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მაშინ გამოუტანა მამა გიორგის, როდესაც ის უდანაშაულოდ დაიჭირეს, მეორე მკვლელობის განაჩენი კი, დღეს არის.
საპატრიარქომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს სცენარი გაითამაშეს. პატრიარქი არ შეცვლილა, როგორი საბჭოთა ადამიანიც იყო, ისეთად დარჩა დღემდე. ეს არის მართლმადიანური, ანუ უკუღმართული გადაწყვეტილება უკუღმართი პრეზიდენტისგან.
კეთილი ნების შემთხვევაში, საპატრიარქოს შეეძლო დღემდე ალტერნატიული მიმართვა გაეკეთებინა იუსტიციის სამინისტროსთვის, მოეთხოვა სასულიერო პირის გათავისუფლება და სამკურნალოდ გამოყვანა," - აღნიშნა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა).