სინოდის წევრების ნაწილისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და დეკანოზის ციხეში დატოვება მოულოდნელი აღმოჩნდა.
"მე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა გიორგის გაათავისუფლებდნენ. არ მომხდარა ასეთი რამ, არ მახსოვს, რომ სინოდს წერილობითი თხოვნით მიემართოს პრეზიდენტისთვის შეწყალებაზე. ჩვენ ვთხოვთ, კი არ ვითხოვთ. როდესაც ადამიანი შეწყალებას ითხოვს ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბრალს აღიარებს, როდესაც ასე ხდება ის აუცილებლად უნდა შეიწყალო," - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და სულ 5 მსჯავრდებული შეიწყალა.