18 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
დეკანოზი პატრიარქის პირადი პატიმარია და ილია მეორეზე დელიკატური ინფორმაციის ფლობას შეეწირა - გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მსჯავრდებულ დეკანოზთან დაკავშირებით პრეზიდენტს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და პატრიარქის გავლენის ქვეშ მოექცნენ.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით, ვიდრე ილია მეორე ცოცხალია, დეკანოზ მამალაძის შეწყალება არ მოხდება. მისივე თქმით, პატრიარქის ავტორიტეტის გამო ხელისუფლებაც თავს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ინტერესში დეკანოზის გათავისუფლება ნამდვილად შედის. 

"ვიდე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცოცხალია, თეორიულად იმის შანსი არ არსებობს, რომ შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე. ის არის მისი პირადი პატიმარი და შეეწირა იმ ინფორმაციას რაც დელიკატურია პატრიარქისთვის. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ინტერესებში შედის, რომ დეკანოზი გაათავისუფლონ, თუმცა ხელფეხშეკრულები არიან პატრიარქის ზღვარდაუდებელი ავტორიტეტის გამო:" - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

დღის ამბები