18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დაუშვას გავრილოვის მსგავსი შეცდომა - ხატია დეკანოიძე ლავროვის შესაძლო ვიზიტზე ხელისუფლებას აფრთილებს

საქართველოში სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტს ოპოზიცია ეხმაურება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ  რუსეთის პირველი დიპლომატის საქართველოში ჩამოსვლა არ უნდა დაუშვას. 

"ჩვენ ვაფრთხილებთ და რამოდენიმეჯერ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა საქართველოში. 

ლავროვი არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის სერიოზული ნაწილი, პუტინის მარჯვენა ხელი. მე "ქართული ოცნების" კეთილგონიერების იმედი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არ დაუშვან გავრილოვის მსგავსი შეცდომა. სერგეი ლავროვი ზუსტად ისე წავა საქართველოდან, როგორც წავიდა გავრილოვი. უფრო მწვავე პროტესტი იქნება, ამის დასტური წინასწარ შემიძლია მოგცეთ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას მაისში უმასპინძლებს. კომიტეტში  47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, მათ შორის არის რუსეთიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები