შობის საზეიმო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა აღავლინა. მსახურებისას ილია მეორე მრევლს შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საშობაო ლიტურგია, სამების მსგავსად, ყველა მოქმედ ტაძარში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
სამებაში სადღესასწაულო ლიტურგიას არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი შობას საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზში შეხვდა. ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვა. მეუფე ანდრიამ კი ქადაგება მთლიანად შობის დღესასწაულის მნიშვნელობის განმარტებას მიუძღვნა.
ქრისტესშობა იზეიმეს ბოდბის მონასტერშიც. სადღესასწაულო მსახურება მეუფე იაკობმა აღავლინა. საშობაო წირვის შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს დღესასწაული მოულოცა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საშობაო წირვა აღავლინა ფოთის აღდგომის საკათედრო ტაძარში. საშობაო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამაც.
შობა აჭარაში ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნეს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღევლინა. საზეიმო ლიტურგია მაცხოვრის შობის სახელობის ახლადაშენებულ ტაძარში აღავლინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა.
ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების ეკლესიიდან მიულოცა შობის დღესასწაული მრევლს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ.
ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურების პარალელურად შუაღამეს, შობის დადგომა ფანჯარაში სანთლების დანთებით აღნიშნეს თითქმის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში. ეს ტრადიცია წლების წინ პატრიარქის ინიციატივით დამკვიდრდა.