საარჩევნო სისტემის ცვლილება - უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, დიალოგის მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლოს შედგება.
100/50-ზე - უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ამ მოდელით ცვლილებას უალტერნატივოდ მიიჩნევს და ოპოზიცის თანხმობის მოლოდინშია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, - "ბურთი ამჯერად ოპოზიციის მოედანზეა".
"ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი ამჯერად ოპოზიციის მოედანზეა, მათგან ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, რაციონალურ პასუხებს ველოდებით, 100-50-ზე - ეს არის ძალიან რეალისტური შეთავაზება, ვინაიდან ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარების რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას. ეს არის ის ბალანსი, რომელზეც აკეთებდა ოპოზიცია განცხადებებს," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.