დაიწყება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა? იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი უარს იტყვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნა იქნება.
სკანდალური შეწყალების საქმეებზე პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს. მათი შეფასებით, დროებითმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
"აუცილებელია გამოვიძიოთ ის გარემოებები, თუ რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მკვლელები და ეს უნდა მოხდეს რასაკვირველია პარლამენტში. იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც გამოძიებული იქნება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა პრეზიდენტმა შეწყალების დროს," - აცხადებს სერგო რატიანი.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი, სალომე ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბევრი მიზეზი არსებობს უკვე იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.
"ძალიან ბუნდოვან გარემოებაში შეიწყალა, მათ შორის მკვლელები და პედოფილები, მაშინ როდესაც დეკანოზ მამალაძეს არ იწყალებს და სერიოზული კორუფციული გარიგების ეჭვიც არსებობს, რის გამოც, ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.