18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ინტოქსიკაცია რუსთავში - დედა და 3 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა

CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში - მოწამლულია დედა და 3 წლის ბავშვი. შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე, მათ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. დედა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები