მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. მამაკაცმა ოჯახის ახლობელი ცივი იარაღით მოკლა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.