18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
გოგი წულაიამ მდინარეში 2020 წლის ბიუჯეტი და ფული გადაყარა - აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისში თეთრ ხიდზე ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი მოაწყო.

გოგი წულაიამ მდინარე რიონს 2020 წლის ბიუჯეტი და ფული გაატანა, ამ ფორმით პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარემ ​2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა.

"ამ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რაც არის დაგეგმილი ეს არის რიონში ფულის გადაყრა, ერთი წლის გადაგორება და მეტი არაფერი. ერთ ნაწილს ყრიან რიონში, მეორეს კი ჯიბეში იდებენ", -  ამბობს პარტია" თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარე გოგი წულაია. 

გოგი წულაიამ მდინარეში "ყალბი ფული" გადაყარა.

დღის ამბები