აშშ-ირანი კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და კრიზისს ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე დაძაბულობა რეგიონში, თბილისში შეფასებები კეთდება.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი უშიშროების საბჭო შეკრიბოს და აღნიშნული საკითხს განიხილავდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებიდან ჩანს, რომ შეიძლება ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული, ვითარება სერიოზულია. საქართველოს ინტერესია, რომ რეგიონში იყოს სტრაბილურობა, თუმცა არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე. ამ რთულ ვითარებაში უნდა იკრიბებოდეს უშიშროების საბჭო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ გააუქმა. უნდა მსჯელობდეს ეკონომიკური გუნდი, იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი გაძვირდება, როგორ მოიქცევა საქართველო," - აღნიშნა გიროგი კანდელაკმა.