საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად გია ქარცივაძე აირჩიეს.
მას მხარი უმაღლესი საბჭოს 15 წევრმა დაუჭირა. გია ქარცივაძე "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით იყო წარდგენილი. ის ბოლო წლების განმავლობაში მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი იყო.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. აქედან სამი "ქართული ოცნების" კვოტით არის არჩეული, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატების, ერთი კი "ნაციონალური მოძრაობის".
მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი 6 წლის ვადით არის არჩეული.